ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს

08 ივნისი 2018, 00:00 2087 ნახვა

კომისიის ერთადერთი წევრი, რომელსაც გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა უნდობლობას უცხადებს – ეკა ბესელიაა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ დეპუტატმა მას შეურაცხყოფა მიაყენა და მასთან დიალოგი ამიტომ მისთვის მიუღებელია.

ზაზა სარალიძის ეს განცხადება დეპუტატმა პოლიტიკურ გზავნილად შეაფასა. გარდაცვლილი მოზარდის მამამ დღეს განცხადება 51-ე სკოლის ადმინისტრაციის მისამართითაც გააკეთა. მოითხოვა სკოლამ გააკეთოს განმარტება ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თითქოს მისი შვილი მოძალადე იყო.

მალევე უპასუხა ამ განცხადებას სკოლის დირექტორმა და თქვა, რომ  დათო სარალიძე იყო თავაზიანი, კეთილი და არ არსებობს მოსწავლე ან მასწავლებელი, რომელიც იტყვის, რომ გარდაცლილთან პრობლემა ჰქონდა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში