''ბათუმის დინამო'' ''სამგურალს'' შეხვდება

08 ივნისი 2018, 00:00 2228 ნახვა

დღეს, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა 2-ის XIV ტურის შეხვედრები გაიმართება. ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებს. 

ამ მომენტისთვის "დინამო" ჩემპიონატში 23 ქულით მესამე პოზიციაზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ნორჩ დინამოს". "სამგურალს" კი 14 ქულა აქვს და გასავარდ ზონაში იმყოფება.

დღეს, კიდევ 2 მატჩი გაიმართება:

გაგრა - ვიტ ჯორჯია 17:30 საათი
მერანი - შევარდენი 17:30 საათი

რაც შეეხება ქობულეთის "შუქურას", ქობულეთელები 10 ივნისს სტუმრად "თელავს" დაუპირისპირდებიან. შეგახსნებთ, "შუქურამ" 13 ტურის განმავლობაში მხოლოდ 6 ქულა დააგროვა კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ, რის გამოც ,,მთავარი” 21 საათზე ეთერში არ გავა. 

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში