კვირიკეს მოსახლეობა სოფელში გზის რეაბილიტაციას, წყლისა და გაზის მიწოდებას ითხოვს

06 ივნისი 2018, 00:00 1820 ნახვა

სოფელ კვირიკეში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივებმა სოფელში გზის რეაბილიტაცია, წყლისა და გაზის მიწოდება მოითხოვეს. რამდენიმე წუთით სოფელთან მისასვლელი გზაც გადაკეტეს. მათ ქობულეთის მერი შეხვდა.

 მირიან ქათამაძე აცხადებს, ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. მისი თქმით, სოკართან და აჭარის მთავრობასთან ერთად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კვირიკეს გაზიფიცირების საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება. 

ამავე კატეგორიაში