‘’მოსამართლემ სოციალურ ქსელში შემაგინა’’ - გია ფაცულია ცაბუტაშვილის წინააღმდეგ

06 ივნისი 2018, 00:00 1818 ნახვა

მოქალაქე გია ფაცულიას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ პრეტენზიები აქვს. ის თამაზ ცაბუტაშვილის საქმიანობას აკრიტიკებს და სამოსამართლეო ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ მოსამართლემ საქმის განხილვა დროში გააჭიანურა. პრეტენზიების გამოთქმის დროს კი, სოციალურ ქსელში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

‘’დაახლოებით ერთი წლის წინ შემოვიტანე საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა, რაც კანონის დარღვევაა. გავიგე, რომ ეს სარჩელი აწერია მოსამართლე ცაბუტაშვილს, რომელიც ცნობილი პიროვნებაა. ის მიხეილ სააკაშვილის დროს, კახეთის რეგიონული პროკურორი იყო. მას უპრეცედენტო რამე აქვს  გაკეთებული. ადამიანი, ცოცხალი კაცის მკვლელობისთვის გაასამართლა. როდესაც საქმის გაჭიანურებასთან  დაკავშირებით გამოვხატე ჩემი აღშფოთება და ცაბუტაშვილთან  დაკავშირებით დავწერე, მან სოციალურ ქსელში შემაგინა. ჩამოვედი უნდა დაველაპარაკო. შეხვედრას ვითხოვ, რას აპირებს? როგორ აპირებს მოღვაწეობას. მისი ქმედება სამოსამართლეო ეთიკის დარღვევაა’’ - ამბობს ფაცულია.

მისი თქმით, ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელი, სასამართლოში პროკურორების მოქმედების ან უმოქმედობის გასაჩივრების საშუალებას ეხებოდა.

გია ფაცულია თამაზ ცაბუტაშვილთან შეხვედრას ითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლოში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში