აჭარაში 9 ათასი მაწანწალა ძაღლია აღრიცხული

05 ივნისი 2018, 00:00 1906 ნახვა

მიუსაფარი ძაღლებისგან დაკბენის ფაქტებზე გვიყვებიან და მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ ქობულეთის დაბასა და სოფლებში.

მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მთავრობაში კი აცხადებენ რომ ტენდერით მომსახურება უკვე შეისყიდეს, რომელიც ძაღლების კლინიკურ კვლევას, მკურნალობას და ღია სივრცეში დაბრუნებას ითვალისწინებს.

მოქალაქეები კი ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა ისინი მაინც აწყდებიან ყოველდღიურად საფრთხეს და შესაბამის კომპანიას უფრო ხშირი მონიტორინგისკენ მოუწოდებენ. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში