საგამოძიებო კომისია - კონსულტაციები პარლამენტში

04 ივნისი 2018, 00:00 1409 ნახვა

უმცირესობა უმრავლესობაში - ასე დაკომპლექტდება ის საგამოძიებო კომისია, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს. უკვე ცნობილია, რომ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე იქნება ამ კომისიის თავმჯდომარე, სწორედ ამ პარტიას ეყოლება წარმოდგენილი 9 დეპუტატი. 8 კი “ქართული ოცნებიდან” და “პარტრიოტთა ალიანსიდან” შევა კომისიაში.

ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტული დეპუტატების სახელები და გვარები. დაკომპლექტებისა და პირველი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი რა იქნება კომისიის პირველი  ნაბიჯი. ის რომ მაღალი თანამდებობის პირებს გამოკითხავენ ეს კაპანაძემ დღეს უკვე დააანონსა. ისინი სხდომებზე სავარაუდოდ შს სამინისტროსა და პროკურატურის გამომძიებლებს დაიბარებენ, ამის უფლებას ამ კომისიას რეგლამენტი აძლევს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში