22:00 საათიდან აჭარის მოსახლეობას შესაძლოა გაზმომარაგება შეუწყდეს

02 ივნისი 2018, 00:00 1947 ნახვა

აჭარის რეგიონს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მაგისტრალურ გაზსადენზე, მომხდარი ავარიის გამო გაზმომარაგება შეუწყდა -ინფორმაციას, „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა“ ავრცელებს. 

კომპანიის დირექტორის, დავით ლეკიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის აბონენტების გაზმომარაგება „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ მაგისტრალებში არსებული ნარჩენი ბუნებრივი აირით ხდება, რაც მისივე განმარტებით, საკმარისი იქნება მხოლოდ ღამის ათ საათამდე.

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა“ მოსახლეობას აფრთხილებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარებზე ონკანები. კომპანიაში ამბობენ, რომ ავარიის ადგილზე დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები.

აბონენტები ბუნებრივი აირის აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოკლეტექსტური შეტყობინებით მიიღებენ.   გაზმომარაგების აღდგენასთან დაკავშირებულ ინფორმაციას  მათ, კომპანიის წარმომადგენლები სპეციალური საყვირის საშუალებითაც მიაწვდიან. 

გაზმომარაგების აღდგენის პროცესი რეგიონში ხვალ დილიდან ეტაპობრივად დაიწყება და სამშაბათს დღის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში