აუდიტის დასკვნა - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე რეაგირების შეფასება

01 ივნისი 2018, 00:00 1889 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობა შეისწავლა და დაადგინა, რომ არსებობს გარკვეული სისტემური ნაკლოვანებები, მათ შორის ტერიტორიული დაფარვის პრობლემა და სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენაში არსებული ხარვეზები, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევაა.

აუდიტორებმა გასცეს რეკომენდაციები, ასევე მიუთითეს რომ ეს პრობლემები სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება, კერძოდ ტექნიკურ აღჭურვასა და საკანონმდებლო მიმართულებას.

ამასთან, ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ხშირად ხდებიან ქვეითად მოსიარულეები. მათ კი თითქმის არასდროს აჯარიმებენ. დასკვნაში მოყვანილია სტატისტიკაც, რომლის თანახმადაც გასულ წელს საქართველოში ავტოპარკი საგრძნობლად გაიზარდა, ამასთან 2016 წელთან შედარებით შემცირებულია ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რიცხვი, თუმცა ეს რიცხვი 2 წლის წინ ყველაზე მაღალი იყო ევროპის ქვეყნებს შორის. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში