სეტყვა ქედაში - დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას ითხოვს

30 მაისი 2018, 00:00 2845 ნახვა

ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო გვიან ღამით ქედაში. რამდენიმე სოფელში ათობით ოჯახს გაუნადგურდა ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ნარგავები. სეტყვამ განსაკუთრებული ზიანი მიაყენა აქუცასა და ზესოფელში მცხოვრებლებს. ოჯახები ლობიოს, პომიდვრის, სიმინდის, ყურძნისა და თუთუნის გარეშე დარჩნენ. ერთადერთი ოჯახი იყო სოფელ ვაიოში რომელსაც ვენახი დაზღვეული ჰქონდა.

ქედის მერი ამბობს, რომ ზარალის დათვლის შემდეგ მონაცემები სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება. ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად აუნაზღაურდებათ თუ არა, ან რა ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ ოჯახები.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში