ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა შოთა ხაბარელმა პროტესტის ნიშნად დატოვა 

28 მაისი 2018, 00:00 1282 ნახვა

ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრებმა ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატის პროგრამა მოისმინეს.  ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუის ვაიდენბოში აღმასკომის წევრებს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა წარუდგინა.როგორც პრეზენტაციის დაწყებამდე ქევხიშვილმა განაცხადა, ფედერაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა უცხოელ მწვრთნელებთანაც.

აღმასკომის სხდომა, პროტესტის ნიშნად აღმასკომის წევრმა და სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა დატოვა. მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავს.

ამავე კატეგორიაში