ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს

25 მაისი 2018, 00:00 2083 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. მუნიციპალიტეტს აჭარის მთავობიდან  3 მილიონ 648 ათას 263 ლარი გადაეცა, რომლითაც სანაპირო ზოლში მდინარე აჭყვის შესართავიდან 850 მეტრი სიგრძის არსებული ჯებირების რეკონსტრუქცია და პარალელურად ბულვარი უნდა მოეწყოს.

სამუშაოები შემოდგომაზე უნდა დაიწყოს. ბიუჯეტის კორექტირების შედეგად შუქურას სტადიონის რეაბილიტაციას 286 ათას  998 ლარი უნდა მოხმარდეს, 64 ათას 13 ლარად კი აჭყვისთავში ახალი სტადიონის გაკეთებაა გათვალისწინებული. 44 ათას 169 ლარი გამოიყო 7 არსებული საპირფარეშოს რეაბილიტაციისა და 3 ახლის მოწყობისთვის, ასევე 75 ათასი 391 ლარით სოფლებში 21 ახალი მოსაცდელი უნდა აშენდეს. ბიუჯეტის კორექტირებას მხარი არ დაუჭირა   სხდომაზე მყოფმა ერთადერთმა ოპოზიციურმა წევრმა. მერაბ ცინცაბაძემ მიზეზად არამიზნობრივი ხარჯვა დაასახელა.

ამავე კატეგორიაში