სპორტი მთავარში

23 მაისი 2018, 00:00 1880 ნახვა

•  11 ბრძოლა და 11 გამარჯვება. ზაფხულის ბაშოზე საოცარ ბრძოლებს ატარებს აღმოსავლეთის სეკივაკე - ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე. დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე - იაპონელი კოტოშოგიკუ გახლდათ. ტოჩინოშინმა ის ეფექტური უვატენაგეს ილეთით დაანარცხა დოჰიოზე და მე-11 გამარჯვება მიითვალა რაც იმის წინაპირობაა რომ ტოჩინოშინი ბაშოს დასრულების შემდეგ ოძეკის ტიტულს მიიღებს. ხვალ ქართველი სუმოისტი უშუალო კონკურენტს და იმპერატორის თასის 40-გზის მფლობელ დიდ ჩემპიონ იოკოძუნა ჰაკუჰოს ხვდება რომელთანაც 25 დან 25 ივე ბრძოლა აქვს წაგებული.იაპონიაში ეს ბრძოლა უკვე წლის მთავარ ბრძოლად მოინათლა. 

•  ს.კ სამტრედია გუნდის კაპიტანს და მეკარეს დაემშვიდობა, საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი და გოლკიპერი ომარ მიგინეიშვილი კლუბიდან ურთიერთშეთანხების საფუძველზე გაუშვეს. ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმაც დაადასტურა. უცნობია თუ რა გახდა გამოცდილი ფესბურთელების გუნდიდან წასვლის მიზეზი. დაუშვილმა „სამტრედიასთან“ კონტრაქტი წელს გააფორმა. მიგინეიშვილი კი გუნდში 2016 წლიდან ირიცხებოდა და ძირითადი მეკარე გახლდათ. მიმდინარე სეზონში იმერული კლუბი არადამაჯერებლად გამოიყურება და პირველი ტურის შემდეგ თამაში არ მოუგია, შესაბამისად ისინი სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე არიან. სამტრედიამ წელს საქართველო ევროთასებზე უნდა წარადგინოს.

•  საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს.  ქართველი ფეხბურთელები, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით,  ავსტრიაში მდებარე დაბა ბად ჰერინგში 26 მაისიდან შეიკრიბებიან. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის 26 მოთამაშისგან დაკომპლექტებული შემადგენლობა გუშინ დაასახელა, დღეს კი ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ გუნდში კიდევ ერთი ფეხბურთელი, შვედური "გიოტებორგის" წევრი გიორგი ხარაიშვილი გამოიძახა. ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 1 ივნისს ავსტრიის ქალაქ შვაცში  საქართველო მალტას დაუპირისპირდება,  5 ივნისს კი ლუქსემბურგში ამავე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს მატჩს.

•  ლონდონის “არსენალის” ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია  ინგლისური გუნდის ვებგვერდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა რომ მეთოფეებს 46 წლის ესპანელი სპეციალისტი უნაი ემერი ჩაიბარებს. ბოლო ორი სეზონი მან ფრანგულ პსჟ -ში გაატარა.  მანამდე კი “სევილიასთან" ერთად სამჯერ მოიგო ევროპის ლიგა. ლონდონის არსენალი 22 წლიანი მუშაობის შემდეგ არსენ ვენგერმა დატოვა. 2017-18 წლების სეზონში “არსენალმა” ინგლისის პრემიერლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა.

•  ენ-ბი-ეიში კონფერენციის ფინალები გრძელდება, ორივე შეხვედრაში დაძაბულობა პიკს აღწევს.41 ქულიანი სხვაობით გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, ჰიუსტონ როკეტსმა მოახეხა და გასვლაზე დაამარცხა გოლდენ სტეიტი 95:92, აღსანიშნავია, რომ მესამე პერიოდის მერე მეომრები10 ქულით იგებდნენ, თუმცა ვერ შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება. მორიგი, მეხუთე შეხვედრა უკვე ჰიუსტონში 25 მაისს, ტოიოტა ცენტრის არენაზე გაიმართება გუშინ კი კლივლენდ კავალიერსმა 112:102 სძლია ბოსტონ სელტიკს და სერიაში ანგარიში გაათანაბრა, ბრწყინვალე იყო ლებრონ ჯეიმსი 44 ქულით, შესაბამისად ანგარიში 2:2 ია და ახლა გუნდები კვლავ ბოსტონში გადაინაცვლებენ, შეხვედრა 24 მაის გაიმართება.

ამავე კატეგორიაში