“დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის” პრეზენტაცია

11 ივლისი 2016, 00:00 5576 ნახვა

„დამწყები საწარმოების--სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამის“ მორიგი პრეზენტაცია ბათუმში გაიმართა. კოორდინატორებმა მოსახლეობას პროგრამის, მასში მონაწილეობის წესები და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინასდება. პროგრამის მიზანია მათ, ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები, მიეცეთ შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს-იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. განაცხადების მიღება 17 ივნისიდან დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში