“მაგნოლიას” მცხოვრებლების პრეტენზიები

11 ივლისი 2016, 00:00 5620 ნახვა

აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს “ცენტრ პოინტს”, ბათუმში საცხოვრებელ კომპლექს “მაგნოლიაში” მცხოვრები მოსახლეობა. მათი ინფორმაციით, უკვე წლებია, რაც შენობა მეპატრონეებმა გადაიბარეს, თუმცა ის დღემდე სარემონტო და დაუსრულებელია.  მათი თქმით, პრობლემებია წყლის და ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, არ არის შეყვანილი ბუნებრივი აირი. გაჩნდა ბზარები და შენობის პირველი სართული სავსეა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებით. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში