სამასწავლებლო მერის წარმომადგენლის კაბინეტში - ჟანივრის სკოლა შენობის მოლოდინში

21 მაისი 2018, 00:00 4712 ნახვა

7 მოსწავლე და 10 მასწავლებელი ერთ სკოლაში, სკოლისთვის განკუთვნილი შენობის გარეშე – ეს შუახევი და ჟანივრის სკოლის ამბავია. შენობა 2015 წელს დაიწვა, მას შემდეგ სწავლა ადმინისტრაციულ ცენტრში გაგრძელდა. ობიექტის მშენებლობა დაიწყო, თუმცა კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა.

სანახევროდ შესრულებული სამუშაოს ეს მესამე შემთხვევაა ბოლო პერიოდში განათლების სამინისტროსთვის. ორი ხულოში დაფიქსირდა, ერთ-ერთი ობიექტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია, მეორე კი უკვე დასრულდა და გაიხსნა კიდეც.

როდის გამოცხადდება ხელახალი ტენდერი და როდის გამოინახება თანხა წყალსაყრის თემში დაწყებული მშენებლობის დასასრულებლად – სოფო შავაძე არკვევდა.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში