მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ - მაია მენაბდის პროექტი საუკეთესოდ შეფასდა

21 მაისი 2018, 00:00 8277 ნახვა

მაია მენაბდე – ეს ის მასწავლებელია, რომელმაც საქართველოს მასშტაბით ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებულ თემატურ კონკურსში გაიმარჯვა და საქართველოს ევროპულ გზას, ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით, ესტონეთისკენ გაივლის.

ბათუმელი, ქართული ენის პედაგოგის ნამუშევარი, ევროპული დღეების ფარგლებში მომზადდა და ლიტერატურას და კინოს ეხება, ახალგაზრდებში ევროპული ცნობიერების ამაღლების კონტექსტში.

პარალელები ქართულ და ევროპულ ნაწარმოებებსა და ფილმებს შორის მოსწავლეებმა უნდა გაავლონ, მასწავლებელი კი რომელიც წლებია მოზარდებში ღირებულებების გაღვივებაზე ზრუნავს, ამიერიდამ ევროპისკენ სვლას მოსწავლეებთან ერთად, უფრო ამაღლებული მოტივაციით გააგრძელებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში