პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

21 მაისი 2018, 00:00 1747 ნახვა

მთავარმა პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველმა დაარწმუნა პიროვნება თითქოს იგი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და საოლქო პროკურატურის პროკურორთან და საპატრულო პოლიციის საჯარიმო ავტოსადგომიდან გამოიყვანდა და მათ დაუბრუნებდა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულ ავტომანქანებს, რის სანაცვლოდ, დაეუფლა 6 ათას 400 დოლარსა და 4 ათას ლარს. პოლიციის თანამშრომელი ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამავე კატეგორიაში