26 მაისის სამზადისი

19 მაისი 2018, 00:00 1540 ნახვა

26 მაისს წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი ბათუმში სანაპიროზე გაიმართება. პირველი რეპეტიცია სამხედრო მოსამსახურეებმა უკვე გაიარეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო ღონისძიებას ბათუმში საზღვაო აკადემია გააფორმებს.

26 მაისს დილიდან მოეწყობა სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა. იგეგმება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და სპორტული აქტივობებიც. დღე გალა - კონცერტით დასრულდება.

ამავე კატეგორიაში