“ლეოგრანდის” საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

16 მაისი 2018, 00:00 1892 ნახვა

ლეოგრანდის” ხანძრის საქმეზე ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. წინასასამართლო სხდომაზე მათ განაცხადეს, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. ერთ-ერთი პირი ამბობს, რომ არ იყო პასუხისმგებელი იმ საწყობზე, სადაც ცეცხლი გაჩნდა.

გამოძიების პარალელურად, ვითარება შეისწავლა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და უსაფრთხოების დარღვევისთვის სულ 44 შენიშვნა გასცა. ვითარების გამოსასწორებლად და რეკომენდაციების შესასრულებლად მენეჯმეტს ერთწლიანი ვადა მიეცა. ცნობისთვის სასტუმრო ცოტა ხნის წინ ახალი სახელით გაიხსნა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში