საპროტესტო აქცია ქობულეთში

10 ივლისი 2016, 00:00 2866 ნახვა

ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სანაპიროს დასუფთავების მოთხოვნით აქცია გამართეს ფიჭვნარის   დასახლების მცხოვრებლებმა. მათი თქმით, რამდენიმე დღეა   სანაპირო ზოლი დანაგვიანებულია, პარკში არსებული სკამები კი დამტვრეული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი  ტურისტების მიღებაში ხელს უშლით. აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც  იმყოფებოდნენ და  მუნიციპალიტეტის გამგეობას დროული რეაგირებისკენ მოუწოდეს. მოსახლეობის პრეტენზიებთან დაკავშირებით  სატელეფონო კომენტარი  გააკეთა ქობულეთის გამგებლის მოადგილემ. 

ამავე კატეგორიაში