აეროპორტის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოებზე ასი ათასი ლარი დაიხარჯა

16 მაისი 2018, 00:00 1133 ნახვა

აეროპორტის გზატკეცილზე ასფალტის საფარი იგება. სამუშაოები თვის ბოლოსთვის დასრულდება. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე არხი, რაც დასახლებაში აქამდე არ ყოფილა. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ  სამუშაოებს დღეს ქალაქის მერი გაეცნო.

ლაშა კომახიძის თქმით, ეტაპობრივად ყველა ქუჩა მოასფალტდება, რისთვისაც 72 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აეროპორტის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოებზე კი ასი ათასი ლარი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში