შინაგან საქმეთა მინისტრთან კიდევ ერთი შეხვედრა ხვალ გაიმართება

14 მაისი 2018, 00:00 2106 ნახვა

''დღეს ჩვენს თანამოაზრეებთან მიგვაქვს გზავნილი, რომ არ ვაპირებთ არცერთ დათმობაზე წასვლას. ჩვენ გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპრომისი, თუმცა საჭირო კომპრომისი, დანარჩენი კი ერთად შეთანხმდება, რა როგორ იქნება'' - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა. 

“თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერი ამბობს, რომ კიდევ ერთი შეხვედრა ხვალ გაიმართება. ზუსტი დრო, ჯერ-ჯერობით, უცნობია. ამჯერად ჯგუფის წევრები 12 მაის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე დეტალურად ისაუბრებენ. 

მისი თქმით, პროტესტი  ფორმალურად ძალაში რჩება. ''თუ შევატყვეთ, რომ თანამშრომლობის ამ ფორმატმა არ გაამართლა, გადავინაცვლებთ ისევ ქუჩაში. ბუნებრივია ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა.''

ბექა წიქარიშვილის განცხადებით, მათთვის ამოსავალი წერტილი არის ზრუნვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა და დღეს შეხვედრაზე ეს მესიჯი გაისმა.

''რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, პრინციპული წინააღმდეგობა ერთ-ერთი რაზეც იყო, ეს სრულიად ყურითმოთრეულ მიზეზზე იყო, თითქოს  ამ ქვეყანაში ვინმეს ნარკორეალიზაციის გაპრავება სჭირდება. ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხია, როგორც ის, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდ დავსაჯოთ. ჩვენ ვთქვით, რეალიზატორების მიმართ ბრძოლა არის ლეგიტიმური, ეს არა მარტო საქართველოშია.''

''თეთრი ხმაურის მოძრაობის'' ლიდერი ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლება მზად არის ''კარი ფართოდ გააღოს''.  

''არ ვარ დარწმუნებული ყველაფერზე წამოსვლას შეძლებენ, თუ არა. იმ რეფორმაზე, რაც ჩვენ გვქონდა, თუმცა წინასწარი მზაობა არის, რომ კარი ფართოდ გაიხსნას რეფორმისთვის. ყველაფერი უფრო კარგად მომდევნო შეხვედრაზე გამოჩნდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი