ლევან გორგაძის მეორე გამარჯვება ტოკიოს ნაცუ ბაშოზე

14 მაისი 2018, 00:00 2764 ნახვა

ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე, მეორე დღის შეხვედრები გაიმართა. აღმოსავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე დასავლეთის მაეგაშირა აბის შეხვდა და ტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ბრძოლა სწრაფ ტემპში წარიმართა, ორივე მებრძოლმა ერთმანეთს "ცუპარებით" (გაშლილი ხელებით დარტყმა) შეუტიეს. აბი არ აძლევდა ტოჩინოშინს მავაშში ხელის ჩავლების საშუალებას, თუმცა ქართველმა სუმოტორმა ბოლოს მეტოქის დამორჩილება და დოჰიოდან გადაყვანა მაინც მოახერხა. 

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა ტამავაში იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 14:7-ზე აქვს.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში