ქობულეთში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

13 მაისი 2018, 00:00 5248 ნახვა

დღეს, ქობულეთში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების შეძენისთვის ერთი პირი აიყვანა. ინფორმაცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გაავრცელეს. მოქალაქეები, სავარაუდოდ, სოფელ ხუცუბანში დააკავეს.

ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ერთი პირია დაკავებული ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით, მასთან ერთად მყოფი 2 მოქალაქე კი დაკითხვაზეა გადაყვანილი. 

ფოტო: ლია ჯაყელი

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში