ნატოს სამიტს ქართული მხარე აფასებს

10 ივლისი 2016, 00:00 2306 ნახვა

ქართულმა დელეგაციამ ნატოს ვარშავის სამიტის შედეგები შეაჯამა. პოლიტიკოსების განცხადებით, ნატო-საქართველოს ურთიერთობა სამიტზე მიღებულ კომუნიკეში გაწერილი დეტალების მიხედვით თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. თინა ხიდაშელის შეფასებით, პირველი და მთავარი მიღწევა არის ე.წ. შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს თანამონაწილეობა. ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კი სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პროგრესზე საუბრობს. მიხეილ ჯანელიძე მიიჩნევს, რომ ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს უფრო დაცულს გახდის და მისი ინტეგრაციის პროცესს ხელს შეუწყობს. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ნატოსთვის შავი ზღვის მნიშვნელობასა და ქვეყნის როლზე გაამახვილეს ყურადღება. შემოდგომაზე ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს ეწვევა. 2017 წლის ნატოს სამიტი ბრიუსელში გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში