„ქართულ ოცნებას'' ახალი პოლიტიკური საბჭო ჰყავს

11 მაისი 2018, 00:00 1952 ნახვა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ახალი პოლიტიკური საბჭო ჰყავს. პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დღეს პარტიის მეხუთე ყრილობაზე დაამტკიცეს.

პოლიტიკურ საბჭოში 15 წევრია. ესენი არიან: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტში მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები – დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები – მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.

ამავე კატეგორიაში