''ქართული ოცნება'' ხვალ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

10 მაისი 2018, 00:00 2386 ნახვა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ხვალ პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს. ცნობილია, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარე ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, ის გიორგი კვირიკაშვილს შეცვლის.  

მეხუთე ყრილობა ხვალ მთაწმინდის პარკში გაიმართება.   სამუშაო ფორმატის ყრილობას, პარტიის დელეგატების გარდა გუნდის სხვა წევრები დაესწრებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის  კომენტარები გაკეთდება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი