ქედაში სარწყავი წყლის დეფიციტია

09 მაისი 2018, 00:00 1833 ნახვა
ქედაში, სოფელ კოკოტაურში სარწყავი სისტემის აღდგენას ითხოვენ. არსებული მილები მეწყერმა დააზიანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნარგავებს ვერ რწყავენ და მოსავლის განახევრების შიში აქვთ. სისტემა 2017 წელს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტმა მოაწყო, თუმცა მოსახლეობამ ამით სარგებლობა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში შეძლო. დეპარტამენტი პირველ ეტაპზე მეწყრული კერის შესწავლას აპირებს, ასე რომ შესაძლოა ზაფხულის სეზონის დასრულებამდე აღდგენა ვერ მოხერხდეს.
ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში