ხულოში გზა ხის ფიცრებით ჩახერგეს

08 მაისი 2018, 00:00 2630 ნახვა

ხულოში, სოფელ ვაშლოვანის მკვიდრებმა საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად ხის ფიცრებით ნაწილობრივ ჩახერგეს. ისინი ქვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აპროტესტებენ.  ამბობენ, რომ გამონაბოლქვი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ.

ქარხანასთან ახლოს სოციალური სახლი მდებარეობს, სადაც 72 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს. მშენებლობა სწორედ მათ გააპროტესტეს. 

აქციის მონაწილეები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

სოფელ ვაშლოვანში, ჯაყელიხანის დასახლებაში ავტომობილები ცალმხრივად გადაადგილდებიან.

მოქალაქეები ამ დრომდე ქვის გადამამუშავებელ ქარხანასთან რჩებიან და ხელისუფლების წარმომადგენლების გადაწყვეტილებას ელოდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საპასუხო კომენტარს ხულოს მერიისგან ელოდება.

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში