გაწმენდითი სამუშაოები ბათუმის ქუჩებში

09 ივლისი 2016, 00:00 2220 ნახვა

ბათუმის მერმა სტრუქტურული ერთეულების ხემძღვანელებსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით ქალაქში არსებული ვითარება შეაჯამა. მერიის ინფომარციით, მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ ბათუმის წყლის მობილური ჯგუფები, იწმინდებოდა ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები. ამ ეტაპზე ბათუმის წყლის სპეც-ტექნიკა გორგილაძის, რუსთაველის, ფარნავაზ მეფის და გორგასლის ქუჩებზე მუშაობს. ამ დროისთის, ქალაქში არსებული მდგომარეობა სტაბილურია.

ამავე კატეგორიაში