''ევროპული ახალგაზრდობა'' - ევროპის დღეები

07 მაისი 2018, 00:00 2256 ნახვა

ევროპის დღეების ფარგლებში ბათუმში შემეცნებითი, კულტურული და  სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი.  ბათუმის ამერიკულ კუთხეში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი სამოქალაქო კლუბების ახალგაზრდებს შეხვდება და ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი საკონკურსო პროგრამების შესახებ ინფორმაციას გააცნობს. "ევროპული ახალგაზრდობა" ამ სახელწოდების სემინარზე დასასწრებად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისში მიემგზავრებიან.

"მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ" პროგრამაში აჭარიდან 5 პედაგოგი მონაწილეობს. ევროპის დღეების ორგანიზების პროცესში აჭარის მუნიციპალიტეტებიც ერთვებიან. 13 მაისს სპორტული ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტების ფრენბურთის ნაკრებებს შორის მატჩი გაიმართება.  

ამავე კატეგორიაში