ქედაში ზარალს ითვლიან

09 ივლისი 2016, 00:00 2382 ნახვა

ქედაში უამინდობას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. წუხელ ღამით მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ბელტურის უბანში 4 ოჯახთან მისასვლელ გზაზე მეწყერი განვითარდა, ასევე ჩაიკეტა დოხოძეების უბანში მისასვლელი გზა. ზედა ბზუბზუში კი საავტომობილო გზაზე გზის საყრდენი კედელია ჩამოშლილი. სოფელ ნამონასტრევში საცალფეხო გზა ჩამოიშალა, რამაც 3 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. გაწმენდითი სამუშუაოები უახლოეს დროში განხორციელდება. დილიდან მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება სხვადასხვა მიმართულებით. წუხელ ღამით გაიხსნა სოფელ კოკოტაურში ძანაძეების უბანში საავტომობილო მიმოსვლა. ამ დროისთვის გზები იწმინდება 2 მიმართულებით სოფელ აბუქეთასა და წონიარისში ჯაიმელას უბანში. მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 24 საათიანი საგანაგებო სტაბი.

ამავე კატეგორიაში