შუახევში სტიქიის ზონას შს მინისტრი დაათვალიერებს

09 ივლისი 2016, 00:00 2700 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში ყველაზე რთული მდგომარეობა შუახევშია, სადაც ამ წუთებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. გიორგი მღებრიშვილი სტიქიის ზონას მოინახულებს. ამ წუთებში შუახევში სტიქიის შემსწავლელი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სტიქიიდან მეორე დღესაც გარესამყაროსაა მოწყვეტილი უჩამბის ხეობის 320 და ევაკუირებულია 5 ოჯახი. უჩამბის ხეობაში მდინარე გუდნისწყლის ადიდებამ დროებით აღდგენილი ხიდი გუშინ წაიღო. შუახევის გამგებლის განცხადებით, უჩამბის ხეობაში გუდნისწყლის ადიდების და მიმდებარე ტერიტორიაზე გააქტიურებული მეწყრული პროცესების გამო, დროებითი ხიდის აღდგენა ვერ ხერხდება. ხოლო გარესამყაროს მოწყვეტილ ოჯახებამდე გადაადგილება, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით, ალტერნატიული გზითაა შესაძლებელი. დილიდან დაიწყო დღვანის მიმართულებით დაზიანებული გზების აღდგენა. შეგახსენებთ, გასულ კვირას სტიქიამ შუახევს 950 ათასი ლარის ზარალი მიაყენა, სტიქიიდან ერთ კვირაში მუნიციპალიტეტში ხელმეორედ გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს ითვლიან. შუახევში საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

ამავე კატეგორიაში