ბათუმის ''დინამო'' ''თელავს'' ახალ ბაზაზე ხვალ უმასპინძლებს

04 მაისი 2018, 00:00 2095 ნახვა

დღეს საფეხბურთო ეროვნული ლიგა 2-ის მე-10 ტურში ქობულეთის „შუქურა“ თბილისის „ნორჩ დინამოს“ ესტუმრება. მატჩი 16:30 საათზე დაიწყება.

ხვალ, 5 მაისს კი ბათუმის „დინამო“ ანგისის ახალ ბაზაზე მორიგ შეხვედრას გამართავს. ბათუმელები საკუთარ მოედანზე „თელავს“ უმასპინძლებენ. 
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია 18:30 საათზე შემოგთავაზებთ.

მე-9 ტურის შემდეგ "დინამო" სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს, "შუქურა" კი კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში