ანგარიში მოიცავს დაახლოებით 350 რეკომენდაციას, რომელთა შესრულება მოუწევს ძალიან ბევრ უწყებას - ომბუდსმენი

30 აპრილი 2018, 00:00 2199 ნახვა

სახალხო დამცველი დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. ანგარიშის განხილვა კომიტეტის ფარგლებში 30 აპრილს და 1-ელ მაისს გაიმართება, რის შემდეგაც დოკუმენტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა. ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში 347-გვერდისგან შედგება და 2017 წელს მოიცავს. მასში საუბარია სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების ეფექტური გამოძიებისა და ძალის გამოყენების პროპორციულობის საკითხზე.

ამ კონტექსტში წარმოდგენილია 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტი. დოკუმენტში მოყვანილია პენიტენციურ, დროებითი მოთავსების და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პრობლემები, მათ შორის ინფრასტრუქტურული. ანგარიშში საუბარია მოქმედი საარჩევნო სისტემის ხარვეზებზე. ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საკანონმდებლო გარანტიების არაარსებობაზე, შრომის უსაფრთხოებასა და სამუშაო ადგილებზე მუშათა დაღუპვის შემაშფოთებლად მაღალ მაჩვენებელზე. ჯანმრთელობის უფლების დაცვის თვალსაზრისით აღნიშნულია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის და სამედიცინო მომსახურების ხარისხის პრობლემა. განსაკუთრებულად აღნიშნულია ნარკოპოლიტიკა და ამ მიმართებით არსებული 

ამავე კატეგორიაში