სპორტი მთავარში

25 აპრილი 2018, 00:00 1850 ნახვა

• ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში, ენფილდზე იურგენ კლოპის ლივერპულმა რომას 5:2 მოუგო. დღის გმირი კი ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი გახდა რომელიც დუბლით და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა. რომაელთა კარში გოლები რობერტო ფირმინომ და სადიო მანემაც გაიტანეს. იტალიელები სამარცხვინო ანგარიშით წაგებას ბოლოს გადაურჩნენ როც ჯერ ედინ ჯეკომ გაიტანა, შემდეგ კი პეროტიმ შეასრულა ზუსტად 11 მეტრიანი. მომდევნო კვირაში ლივერპული რომში სამ ბურთიანი უპირატესობით ჩავა, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა ასეთი ჰანდიკაპი ბარსელონასთან მეოთხედფინალში დაძლია. ასევე აღსანიშნავია რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონი გამორჩეულია უხვგოლიანობით,  ამ ეტაპზე 34 გოლია გასული და წინ კიდევ 4 მატჩია ფინალის ჩათვლით.   

• მიუნხენის ბაიერნის და მადრიდის რეალის 25 -ე დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში დღეს ალიანს არენაზე გაიმართება. უეფას სხვადსხვა ტურნირებზე ერთმანეთს ყველაზე ხშირად სწორედ ეს გუნდები ხვდებიან. იუპ ჰაინკესის გუნდს დღეს კომანი, ვიდალი და ნოიერი ვერ დაეხმარებიან, რეალს კი დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი უბრუნდება. "სამეფო გუნდი" ზედიზედ მერვედ გავიდა ლიგის ნახევარფინალში, შარშან ამ გუნდების დაპირისპირება მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა. ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას 2013 წლის შემდეგ პირველად შეეცდება. ჰაინკესის გუნდს მიმდინარე გათამაშებაში საშინაო მატჩი არ წაუგია, ამას 8-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიაც ერთვის. ბაიერნი რეალის წინააღმდეგ დღეს 22:45 წუთზე, მატჩს ჰოლანდიელი რეფერი ბიორნ კიუპერსი განსჯის. 

• პლეიოფის მატჩები მიმდინარეობს ოკეანის გაღმა, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გუშინ სამი შეხვედრა გაიმართა, ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა - გოლდენ სტეიტ ვორიორსმა რიგით მეხუთე შეხვედრაში “სან ანტონიო სპურსი“ 99-91 დაამარცხა და სერია ანგარიშით 4-1 მოიგო. ოკლენდელთა შორის 25 ქულით საუკეთესო კევინ დურანტი გამოდგა. 17 ქულითა და 19 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა. ზაზა ფაჩულია კი პარკეტზე ვერც ამ მატჩში ვიხილეთ. “გოლდენ სტეიტ ვორიორსინბა-ს პლეი ოფის მომდევნო, მეოთხედფინალურ ეტაპზე 28 აპრილს “ნიუ-ორლიანს პელიკანსს” დაუპირისპირდება. მომდევნო ეტაპზე გავიდა ფილადელფიაც, რომელმაც მეხუთე მატჩში 104-91 დაამარცხა მაიმი და სერია 4:1 მოიგო. ასევე ბოსტონმა მილოუკის 92-87 სძლია და სერიაში 3:2 წაიყვანა. დღეს ენბიეში პლეიოფის კიდევ  4 მატჩი გაიმართება. 

• ევროლიგის საპლეიოფო შეხვედრაში თორნიკე შენეგლიას ბასკონიამ  თურქულ ფენერბახჩესთან სერიაში ანგარიში შემაცირა, "ბასკონიამ" სახლში დაძაბულ ბრძოლაში 88:83 იმარჯვა. თოკომ პარკეტზე 25:52 წუთი დაჰყო რა დროშიც 10 ქულას 10 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 შეადგინა. მატჩის დაწყებამდე ქართველ კალათბურთელს მარტის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს.  ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 21 ქულით თორნიკეს თანაგუნდელი როდრიგო ბოუბუა იყო 24 ქულით. სერიაში ბასკონია ჯერჯერობიტ მარცხდება ანგარიშით 1:2, მომდევნო შეხვედრას გუნდები 26 აპრილს ვიტორიაში გამართავენ. 

ამავე კატეგორიაში