ზვარეს მეჩეთის დაზიანებული სახურავი ორნამენტებს საფრთხეს უქმნის

24 აპრილი 2018, 00:00 2697 ნახვა

კულტურული  მემკვიდრეობის ძეგლი სახურავის გარეშე – ზვარეში მცხოვრები მოქალაქეები გვეუბნებიან რომ ამ ეტაპზე მეჩეთის ისტორიულ ხის შენობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი და უნიკალური ორნამენტების დაცვა ძლიერი წვიმის შემთხვევაში შეუძლებელი გახდება.

ისინი სწრაფ რეაგირებას ითხოვენ. საკითხს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო განიხილავს. მანამდე კი რეგიონის შესაბამისი უწყება შენობის დროებით გადახურვას აპირებს, ამის შესახებ სააგენტოში 20 დღის წინაც განაცხადეს, მეჩეთს სახურავი ძლიერმა ქარმა აპრილის დასაწყისში გადახადა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში