ჩხვირკიასა და ღოღობერიძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 

24 აპრილი 2018, 00:00 2073 ნახვა

11-12 მარტის საქმეზე მსჯავრდებულების ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. პროცესი დღეს 14 საათზეა ჩანიშნული. დაცვის და ბრალდების მხარეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილება აქვს გასაჩივრებული, რომლის მიხედვითაც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა და ორივე მსჯავრდებული არა აქციის ორგანიზებაში, არამედ ჯგუფური მოქმედებების ორგანიზებაში სცნო დამნაშავედ.

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების ბრალეულობა არც ერთ შემთხვევაში არ იკვეთება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება პროკურატურაც. ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე უდოს კომისიამ პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლა. სააპელაციო სასამართლოში საქმეს მოსამართლე ვერა დოლიძე განიხილავა.

ამავე კატეგორიაში