სპორტი მთავარში

18 აპრილი 2018, 00:00 1958 ნახვა

• საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტუნისში “ჩელენჯერის” სერიის ტურნირზე წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას. გერმანელი ტობიას კამკეს დამარცხების შემდეგ დღეს ნიკამ ავსტრალიელ ალექსეი პოპირინს 7:5, 6:4 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. ამ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე ბელარუსი გერასიმოვისა და არგენტინელი ანდრეოცის შეხვედრაში გაირკვევა.

• “რაგბი ევროპის” სადისციპლინო კომიტეტმა ესპანეთი – ბელგიის მატჩის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და რამდენიმე ესპანელ მორაგბეს მსაჯის შეურაცხყოფისთვის სხვადასხვა პერიოდით რაგბის თამაში აუკრძალა. სებასტიან და გილომ რეებს მსაჯზე თავდასხმისთვის შესაბამისად 43 და 36 კვირა მოუწევთ უქმობა, ბარტერეს გიომის და ბელიეს 14 14 კვირა მიესაჯათ. აღნიშნული სანქციები უკვე ძალაშია და მორაგბეებს თამაშის უფლება, როგორც სანაკრებო, აგრეთვე საკლუბო დონეზე ჩამოერთვათ. მორაგბეებს გადაწყვეტილების გასაჩივრების შვიდ დღიანი ვადა აქვთ. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ ჯერ არაა ცნობილი, მოხდება თუ არა ბელგია - ესპანეთის მატჩის გადათამაშება.

• დღეს თბილისის ოლიმპიური სასახლეში საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, პირველ მატჩში ერთმანეთს ცხრილში გვერდი - გვერდ მყოფი გუნდები – “ოლიმპი” და “ბათუმი” შეხვდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. საბოლოოდ მასპინძლებმა 3 ქულით – 67:64 გაიმარჯვეს. “ბათუმში” 22 ქულით საუკეთესო გახლდათ ერიკ ჩილდრესი. 15 ქულა მიითვალა სპენსერ კოლინსმა. ბოლო წამამდე გაურკვეველი იყო გამარჯვებულის ვინაობა კაკტუსისა და რუსთავის მატჩში, ანგარიშში ორქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 90:88. გაიმარჯვა “კაკტუსმა” და ჩემპიონატის სამეულში დასრულების გზაზე სოლიდური ნაბიჯი გადადგა. “ქუთაისმა” დიდი ანგარიშით 110:66  მოიგო ქუთაისმა და შეიძლება ითქვას რომ ამით რეგულარული ჩემპიონატიც მოიგო.

• ბათუმის დინამოს საპლაჟო ფეხბურთის გუნდი 25 მაისს პორტუგალიის ქალაქ ნაზერეში ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, მანამდე კი გუნდი ახალ ბრაზილიელ მწვრთნელთან ერთად ბათუმში ემზადება. ამ ტურნირზე გუნდი მეოთხედ მიემგზავრება, საკვალიფიკაციო ეტაპი ბათუმელებს უკვე გადალახული აქვთ. ნაზარეში ჩემპიონთა თასის გათამაშება 4 ივნისამდე გაგრძელდება და მასში მსოფლიოს 44 საუკეთესო საპლაჟო ფებხურთის მიიღებს მონაწილეობას.

ამავე კატეგორიაში