ირაკლი შავაძეს უვადოდ გამწესებაზე ისევ უარი უთხრეს

16 აპრილი 2018, 00:00 2025 ნახვა

სკანდალური განცხადებიდან თითქმის 2 თვის თავზე – უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ მოქმედი მოსამართლის ირაკლი შავაძის განცხადება არ დააკმაყოფილა.

შავაძე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმას აპროტესტებდა. ხმაურიანი განცხადებები დავით მამისეიშვილს უკავშირდებოდა – ირაკლი შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს, რასაც მამისეიშვილი უარყოფს.

ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თბილისში და გასვლითი სხდომა დაიგეგმა ბათუმში, თუმცა შესწავლის დეტალები უცნობია, არც გასვლითი სხდომა გამართულა. 

ამავე კატეგორიაში