3 დაშავებული - ავტოავარია ქობულეთში

15 აპრილი 2018, 00:00 3373 ნახვა

სამი ადამიანი დაშავდა ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დღეს დილით შეეჯახა. დაშავებულები  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მორიგე ექიმის ინფორმაციით, მათ დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ, ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და  დაშავებულები  სამედიცინო დაწესებულებიდან გაიწერნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში