ტექდათვალიერებამდე ავტობუსებისთვის სათადარიგო ნაწილებს ყიდულობენ

13 აპრილი 2018, 00:00 2595 ნახვა

ბათუმის მუნიციპალურ ავტოპარკში არსებული ავტობუსების შესაკეთებლად და სათადარიგო ნაწილების შესაძენად მერია ყოველწლიურად ასობით ათას ლარს ხარჯავს.

ნაწილების შესასყიდად ტენდერები წელსაც გამოცხადდა. ის, რომ მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი დაზიანებულია, ყველასთვის ცნობილია, ცნობილია ისიც, რომ იგეგმება ავტოპარკის განახლება.

ერთხელ უკვე გადავადებული ტექნიკური დათვალიერება სავარაუდოდ, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება. ვინ შეამოწმებს ავტობუსებს? სერვისცენტრი ჯერ-ჯერობით არაა გამოვლენილი. ავტოტრანსპორტში არ უარყოფენ, რომ რამდენიმე ავტობუსმა, შესაძლოა, სავალდებულო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილოს.

ამავე კატეგორიაში