სპორტი მთავარში

11 აპრილი 2018, 00:00 2093 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თითქმის შეუძლებელი შეძლო გუშინ იტალიურმა რომამ, ეუსებიო დი ფრანჩესკის გუნდმა  კატალონიის ბარსელონა საპასუხო შეხვედრაში 3:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ანგარიში ედინ ჯეკომ გახსნა, მეორე ტაიმში დე როსიმ თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად, გადამწყვეტი კი კოსტას მანოლასის თავური იყო. ამგვარად, რომა უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე 34 წლის შემდეგ პირველად გავიდა. ბოლოს ამ გუნდმა 1983/84 წლების სეზონში ითამაშა ფინალი სადაც ლივერპულთან დამარცხდა თერმეტმეტრიანების სერიაში, ლივერპულთან რომელიც ასევე ითამაშებს ნახევარფინალში, გუშინ პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი ვერ გაუმკლავდა ეტიჰედზე ჩასულ იურგენ კლოპის გუნდს, კარგი სტარტის მიუხედავად სიტი საშინაო კედლებშიც დამარცხდა. ჟეზუსის გოლს, მეორე ტაიმში სალაჰმა და ფირმინომ უპასუხეს. დღეს კიდევ ორი მატჩი გველოდება, მადრიდის რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე იუვენტუსს მიიღებს, მადრიდელებს სამ ბურთიანი ჰანდიკაპი აქვთ და ნახევარი ფეხით უკვე მომდევნო ეტაპზე არიან. მიუნხენის ბაიერნი კი სევიალასთან გაარკვევს ურთიერთობას, პირველი მატჩი რეკორდამაისტერის გამარჯვებით 1:2 დასრულდა. ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა პარასკევს, 13 აპრილს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება, მატჩები კი  24/25 აპრილსა და 1/2 მაისს შედგება. ფინალურ მატჩს 26 მაისს კიევის "ოლიმპიისკის" სტადიონი უმასპინძლებს.

ნაციონალურ-საკალათბურთო ასოციაციაში სეზონის დამამათავრებელი მატჩები მიმდინარეობს, სენსაცია დაფიქსირდა იუტაში სადაც ადგილობრივმა ჯაზმა, მოქმედ ჩემპიონს გოლდენ სტეიტ ურიორს 119:79 სძლია, ზაზა ფაჩულიამ 13 წუთი დაჰყო პარკეტზე და 4 ქულასა და 6 მოხსნას მოუყარა თავი. რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა ჰიუსტონ როკეტსმა, კი ლოს-ანჯელეს ლეიკერსს მოუგო 105:99, ტრადიციულად საუკეთესოები იყვნენ გუნდის ლიდერები, კრის პოლი და ჯეიმს ჰარდენი, რომლებმაც შესაბამისად 22 და 21 ქულა მოაგროვეს. უკვე ცნობილია ორივე კონფერენციის 15 გუნდი, რომელიც პლეი-ოფში ითამაშებს, ბოლო გამსვლელი გუნდი კი ხვალ დილას დენვერ ნაგეტსისა და მინესოტა ტიმბერვულვზის დაპირისპირებაში გადაწყდება.

გუშინ დაწყებული სუპერლიგის 28-ე ტური დღეს თბილისში გაგრძელდა.  გათამაშების  აუტსაიდერმა “სოხუმმა” “ბათუმს” უმასპინძლა და 60:93 წააგო. ბათუმელებმა გუნდურად ითამაშეს. 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 19-19 ქულით საუკეთესოები იყვნენ ლეონიდ სტეპანიშინი და სპენსერ კოლინსი. 14 ქულა მოაგროვა ერიკ ჩილდრესმა, ხოლო ილია შემოსიუკის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.  15 აპრილს ბათუმი კარგ ფორმაში მყოფ მგზავრებს უმასპინძლებს რომელმაც დღეს ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა,  ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს მარნეულის “დელტას” 85-76 სძლია. დღესვე გათამაშების ლიდერმა ქუთაისმა რუსთავთან დათმო მატჩი 86-80. 

სლოვაკეთის ქალაქ ვისოკი ტატრიში, ევროპის ქალ მოჭადრაკეთა ინდივიდუალური ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე ლიდერობს. მესამე ტურში ძაგნიძემ რუსეთის წარმომადგენელი პოლინა შუვალოვა დაამარცხა. დღეს კი ფრანგ  დეიმანტე კორნეს ხვდება. ევროპის ჩემპიონატზე შვიდი ქართველი მოჭადრაკე თამაშობს. ლელა ჯავახიშვილს 2,5 ქულა აქვს, სალომე მელიამ, ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ სამი ტურის შემდეგ ორი ქულა მოაგროვეს, ხოლო მირანდა მიქაძის ანგარიშზე 1,5 ქულაა.

ამავე კატეგორიაში