უცნობია ვინ უხელმძღვანელებს ბათუმის პორტს

06 აპრილი 2018, 00:00 1805 ნახვა

ვინ დაიკავებს  ბათუმის  საზღვაო ნავსადგურის უფროსის პოსტს ჯერ უცნობია, ასევე უცნობია ვინ შეასრულებს  დირექტორის მოვალეობას. მთავარის გადამღები ჯგუფი პორტის ადმინისტრაციულ მენეჯერს ესაუბრა. რამაზ ბეჟანიძე პირად საუბარში ამბობს, რომ მისთვის უცნობია ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობებს. გავრცელებული ინფორმაციით პორტის ხელმძღვანელის პოსტს გენერალური მენეჯერი ჩაიბარებს. ნავსადგურის ყოფილმა დირექტორმა დანიარ- მუჰამედ-  რაჰიმ დანიარმა თანამდებობა გუშინ დატოვა.

პორტში 6 თანამშრომელი, პორტის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით 4 დღე შიმშილობდა. თანამშრომლებმა შიმშილობა, 2 აპრილს მას შემდეგ დაიწყეს, რაც პორტში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ გახდა ცნობილი. ასევე, გაფიცული იყო პორტის თანამშრომელთა დიდი ნაწილი. ორი დღის განმავლობაში, გაფიცვის შედეგად, პორტის მუშაობა პარალიზებული იყო. 

ამავე კატეგორიაში