სანაპირო ზოლთან სამშენებლო მასალებით დაბინძურებული გარემო

06 აპრილი 2018, 00:00 3995 ნახვა

მშენებარე კომპლექსის ეზოში არსებული არხი სამშენებლო მასალებითაა სავსე. ყრია ყველაფერი, რაც მშენებლებს უკვე აღარ სჭირდებათ. მუყაოს ნარჩენები, პლასტმასის მილები და პოლიეთილენის პარკები. ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა.

ეს ანდრია პირველწოდებულის ქუჩის მეორე შესახვევია. რომელი კომპანია აწარმოებს სამუსაოებს უცნობია. მშენებლობასთან კანონით გათვალიწინებული აბრა განთავსებული არ არის. 

ქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალებით გარემოს დაბინძურება კანონით აკრძალულია. დაღვევა საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს. 

დააჯარიმეს თუ არა აღნიშნული კომპლექსის მშენებელი კომპანია ჯერ-ჯერობით უცნობია. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას სანდასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებთან აზუსტებს. 

წელს ბათუმის სანდასუფთავების სამსახურმა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამშენებლო ნარჩენებითტერიტორიის დაბინძურების გამო 13 ჯარიმა დაწერა.

მსგავს შემთხვევებში ფიზიკური პირი,  200-დან 500 ლარამდე ჯარიმდება, ხოლო იურიდიულ პირს 1000 ლარის გადახდა ეკისრება.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში