როცა მოქალაქეებს ურნებამდე მისვლა ეზარებათ 

30 მარტი 2018, 00:00 3426 ნახვა

სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ლუდისა და გაზიანი სასმელების ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, მუყაოსა და პლასტმასის ყუთები - ეს ბათუმში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოა. უკვე დასრულებულ და მშენებარე კორპუსებს შორის ტერიტორია რამდენიმე თვეა დანაგვიანებულია. ეზოში ანტისანიტარიაა.

მსგავს სიტუაციას ქალაქის სხვადასხვა უბანში შეხვდებით. სარემონტო სამუშაოების დროს, მოქალაქეებს ნაგავი მხოლოდ ეზომდე ჩააქვთ, მის გატანაზე კი არ ზრუნავენ. 

საქმეს ართულებს ისიც, რომ კერძო შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრის გამო, ​ბათუმის მერიისსანდასუფთავების სამსახური მოქალაქეებს ვერ აჯარიმებს.

წელს ბათუმის სანდასუფთავების სამსახურმა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების გამო 13 ჯარიმა დაწერა.

მსგავს შემთხვევებში ფიზიკური პირი,  200-დან 500 ლარამდე ჯარიმდება, ხოლო იურიდიულ პირს 1000 ლარის გადახდა დაეკისრება.

ბათუმი. ტბელ აბუსერიძის ქუჩა. სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანებული ეზო.

.

 

ამავე კატეგორიაში