მართვის მოწმობის შეცვლის ვადა 1 აპრილს იწურება

29 მარტი 2018, 00:00 1693 ნახვა

მართვის მოწმობის შეცვლის ვადა 1 აპრილს იწურება. შეცვლის მსურველებმა მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ. ცვლილება იმ მოქალაქეებს ეხებათ, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის პირველ აპრილამდე აქვთ აღებული. მოქალაქეებს, რომლებიც დოკუმენტის შეცვლას პირველ აპრილამდე ვერ მოასწრებენ, ტრანსპორტის მართვის უფლება ეკრძალებათ, თუმცა მართვის მოწმობის გამოცვლას განმეორებითი გამოცდების ჩაბარების გარეშე ნებისმიერ დროს შეძლებენ.

ვადაგასული მართვის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ  ჯანმრთელობის ცნობა და  გამოსაცვლელი მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენისთვის კი 35 ლარია საჭირო.

ამავე კატეგორიაში