200 განაცხადი საკუთრების აღიარების მოთხოვნით

25 მარტი 2018, 00:00 2106 ნახვა

მიწის ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებისთვის დაკანონება გრძელდება ბეშუმში. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელის ზურაბ თავართქილაძის ინფორმაციით გასულ წელს აღიარების კომისიაში საჯარო რეესტრიის ეროვნული სააგენტოდან 200-მდე განცხადება შევიდა , მათგან დაახლოებით 180 დადებითად გადაწყდა.

აქედან 5 ოჯახის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა, ხოლო დარჩენილ განცხადებებში ხარვეზები დაფიქსირდა, რომელთაც განმეორებით ისევ შეისწავლიან.  მოქალაქე რომელსაც კურორტ ბეშუმში მიწა გასაფორმებელი აქვს , საჯარო რეესტრში უნდა წარადგინოს სამი მოწმის ჩვენება, რომ ნამდვილადაა მისი საცხოვრებელი და 2007 წლიდან სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, პირობითად დაზუსტებული საკადასტრო ნახაზი და ოჯახის შემადგენლობაზე თანხმობა, რეგისტრირება უფასოა და მიწის ნაკვეთის ოდენობა განსაზღვრული არ არის. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი