"ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

24 მარტი 2018, 00:00 2849 ნახვა

სასტუმრო "ლეოგრანდის" ხანძრის ფაქტზე დაკავებული 2 პირი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ ორ მენეჯერს ევალებოდა სასტუმროში უსაფრთხოების ზომების კონტროლი. 

საქართველოს და თურქეთის მოქალაქეებს ინტერესებს სასტუმროს "ლეოგრანდის" იურისტი დაიცავს. კახაბერ წერეთლის ინფორმაციით, მას ჩაბარდა განჩინება დაკავების თაობაზე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენს, სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. 
"ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული პირები გამოძიებამ  სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე გუშინ აიყვანა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებელი პირები სწორედ გ.მ. და ფ.ი. იყვნენ. მათ მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც, ძლიერი დაკვამლიანების გამო, CO -თი გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი, სასტუმროს სხვადასხვა სართულზე მყოფმა 19-მა პირმა კი ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო".

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში