ტოჩინოშინმა კაკარიუ დაამარცხა და სეკივაკეს წოდება შეინარჩუნა

22 მარტი 2018, 00:00 3147 ნახვა

ოსაკაში, ჰარუ ბაშოს მეთორმეტე სატურნირო დღეს, ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ - იგივე ტოჩინოშინმა მძიმე ბრძოლაში უძლიერესი მონღოლი - იოკოძუნა კაკარიო დაამარცხა და სეკივაკეს წოდება შეინარჩუნა. 
გორგაძემ მეტოქე დოჰიოდან ჩვეული ილეთით - იორიკირით გადაიყვანა და რიგით მერვე გამარჯვება მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი წოდების კაკარიოსთვის, ეს მიმდინარე ბაშოზე პირველი წაგება იყო, ქართველთან შეჭიდებამდე მას 100 %-ანი მაჩვენებელი ჰქონდა.

გაზაფხულის ბაშოზე კიდევ 3 სატურნირო დღეა დარჩენილი. ამ მომენტისთვის ქართველ იმპერატორის ბალანსი 8 მოგება და 4 წაგებაა.
ტოჩინოშინი მომდევნო შეხვედრას ხვალ, იაპონელი შოდაის წინააღმდეგ გამართავს.

სპორტული სიახლეები ვრცლად იხ. ლინკზე: https://www.facebook.com/SportClubAjaratv/

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში